ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა აცხადებს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ ეჭვების გამო არ მისცეს, რომელიც, მისი თქმით, ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის სიმტკიცესა და შეუქცევადობაზე არსებობს.
ამასთან, უკრაინის ვიცე-პრემიერი დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოქალაქეები პოზიციას არ ცვლიან, თუმცა პოლიტიკური პროცესების მძევლები არიან. სტეფანშინა აღნიშნავს, რომ ქვეყნები, რომლებსაც უკრაინასთან ერთად ერთ პაკეტში ყოფნა სურთ, იმ მაღალ სტანდარტს უნდა შეეფერებოდნენ, როლებსაც უკრაინა აკმაყოფილებს. მისივე თქმით, უკრაინის შემთხვევაში სტატუსის მინიჭებაზე პასუხის ცალსახა იყო, რადგან საკითხის განხილვის მომენტში, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისადმი მოქალაქეების მხარდაჭერა 91% პროცენტი იყო და უკრაინის ევროინტეგრაციის კურსი 2014 წლიდან უცვლელია და კონსტიტუციაშია გათვალისწინებული.
წყარო: იმედინიუსი