უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლანჩხუთელი ჯამბულათ ხოფერია დაიღუპა, _ ამ ინფორმაციას გარდაცვლილის მამა, არჩილ ხოფერია ფეისბუქზე ავრცელებს.
ჩემი შვილი, ჯამბულათ ხოფერია აღესრულა უკრაინაში…
ვფიქრობდი, დროშა, რომელიც ჩვენ აღვმართეთ დამპყრობლებთან ბრძოლაში, საიმედო ხელში იყო, მაგრამ უფალმა ისევ მე დამიბრუნა… ჩვენ ვერ გაგვტეხენ… ეს ჩვენი ხვედრია და ამ განსაცდელსაც ისე შევხვდებით, როგორც ჩვენ გვეკადრება.
მტრებს ყველაფერი წინ აქვთ… და მე როცა აღარ ვიქნები, ჩვენი საქმე, ჩვენი სამშობლოს მტრებისგან დახსნის საქმე, მისი ერთიანობის და სიძლიერის საქმე თქვენ გააგრძელეთ… მხედრიონის საბრძოლო ფრთა ისევ ბრძოლაშია…
აღსანიშნავია, რომ თავად არჩილი და მისი ძმა ჯამბულათი აფხაზეთის ომში იბრძოდნენ, რასაც შეეწირა კიდეც უფროსი ჯამბულათ ხოფერიას სიცოცხლე. სამწუხაროდ, ბიძის ხვედრი გაიზიარა მისმა მოსახელე ძმისშვილმაც, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში პირველივე დღიდან, როგორც მოხალისე ისე ჩაერთო და ბევრ ცხელ წერტილში მიიღო მონაწილეობა.
,,გურია ნიუსი”უსამძიმრებს გარდაცვლილი მებრძოლის ოჯახს.
ავტორი