უკრაინული უპილოტო თვითმფრინავის თავდასხმამ დასავლეთ რუსეთის კურსკის რეგიონში ღამით რამდენიმე შენობა დააზიანა – ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა რომან სტაროვოიტმა განაცხადა.
„დაზიანებულია მაღალსართულიანი კორპუსის შესასვლელი და კიდევ რამდენიმე კერძო სახლი. ჩვენ ვასრულებთ ზარალის ღირებულების გამოთვლებს – ჩვენ ყველას უსწრაფეს დახმარებას გავუწევთ. რაც მთავარია, მსხვერპლი არ ყოფილა“, – განაცხადა გუბერნატორმა.
სტაროვოიტმა მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა და თქვა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ რამდენიმე უკრაინული თვითმფრინავი ჩამოაგდო.
გუბერნატორი ერთ-ერთია იმ რუსი ოფიციალური პირებიდან, რომლებიც პარასკევს აცხადებდნენ მათ რეგიონებზე თავდასხმების შესახებ, რადგან ომი უკრაინის საზღვრებიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადადის.
ავტორი