ბახმუტის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ინიციატივას და 43 დამპყრობელი გაანადგურეს,_ ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა, სერხიი ჩერევატიიმ, United News ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform.
„ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალები აგრძელებენ ინიციატივას, უკუაგდებენ მტერს, მტერი სასოწარკვეთილი აძლიერებს წინააღმდეგობას არტილერიის გამოყენებით. გასულ დღეს მტერმა ჩვენს პოზიციებს ყველა ტიპის არტილერიით 514-ჯერ დაარტყა. იყო ორი საჰაერო თავდასხმა, ასევე ცხრა საბრძოლო შეტაკება, რომლის დროსაც 43 ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, 109 დაიჭრა და ერთი ტყვედ ჩავარდა“, – განაცხადა ჩერევატიმ.