გუშინ ბრიტანულმა „BBC“-მ გაასაჯაროვა ინფორმაცია რომ მომავალი „ევროვიზიის“ უპირობო ფავორიტად უკრაინული ჯგუფი „Kalush Orchestra“ მიიჩნევა.
„პოლიტიკა ყოველთვის ასრულებს როლს ევროვიზიის კონკურსზე ხმის მიცემისას. რუსეთს აკრძალული აქვს კონკურსში მონაწილეობა. უკრაინა იმედოვნებს, რომ გამარჯვებული გახდება“, – დაწერა ბრიტანულმა გამოცემამ.
უკრაინაში საომარი ვითარების მიუხედავად ჯგუფმა მიიღო ნებართვა, რომ მაისში, იტალიაში, ქალაქ ტურინში დაგეგმილ კონკურსზე საკუთარი ქვეყანა წარადგინოს.