უკრაინის სადესანტო მოიერიშე ძალებმა რუსული საოკუპაციო ძალებისგან ზაპოროჟიეს ოლქში 5 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალები ავრცელებს
უკრაინელმა მებრძოლებმა შეძლეს დაებრუნებინათ სოფლები ზატიშშია, მალინივკა, ზელენი ჰაი, ჩერვონე და სოფელი ვესელე ზაპოროჟიას რეგიონში. ამ დასახლებების უმეტესობა მდებარეობს ჰულიაიპილის რაიონში.
“თავდაცვის ძალების სხვა ქვედანაყოფებთან ერთად მედესანტეებმა უკვე გაათავისუფლეს ისეთი დასახლებული პუნქტები, როგორიცაა, ზატიშიე, მალინოვკა, ვესელოე, ზელიონაია როშჩა და კრასნოე.
ბრძოლის ველზე არის რეალური სიტუაცია, როდესაც უკრაინელი სამხედროები იბრძვიან ჩვენი წმინდა მიწის ყოველი ნაწილისთვის, თითოეული ჩვენი ხალხისთვის. ხოლო უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯარისკაცებისთვის – ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ” – ნათქვამია განცხადებაში.
არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად, დროის რა მონაკვეთში გაათავისუფლეს უკრაინულმა ძალებმა დასახლებული პუნქტები.
ხუთი დასახლებული პუნქტის განთავისუფლების შესახებ განცხადებას რამდენიმე ფოტო დაერთო. მათში ნაჩვენებია მტრის დატყვევებული და დამწვარი აღჭურვილობა.