Ukroboronprom-ის სახელმწიფო კონცერნმა განაცხადა, რომ ასრულებენ უკრაინულ დამრტყმელ კამიკაძე დრონზე მუშაობას, რომლის მანძილი 1000 კილომეტრამდეა.
„დიაპაზონი 1000 კმ–ია, ქობინის წონა 75 კგ. ჩვენ ვასრულებთ განვითარებას.
დღეს კიევს კიდევ ერთხელ დაესხა თავს Geran-2 თავდასხმის დრონი, რომელიც ცნობილია როგორც Shahed-136. მტრის უპილოტო საფრენი აპარატების უმეტესობა წარმატებით განადგურდა. სამწუხაროდ, არა ყველა.
უკრაინის შეიარაღებული ძალები იმარჯვებენ ბრძოლის ველზე და ამიტომ საჰაერო „მოპედების“ თავდასხმები სხვა არაფერია, თუ არა რუსეთის ფედერაციის აგონია. მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინება, ტერორი მათი საზიზღარი მეთოდებია.
Ukroboronprom ფუნქციონირებს გაძლიერებულ რეჟიმში სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ. ჩვენ პრაქტიკულად არაფერს გეუბნებით (უნდა, დამიჯერეთ), მაგრამ ეს “დრონი“ წარმატებით მუშაობს ბრძოლის ველზე, ეს “დრონი“ წარმატებით გამოიცდება ისევ.“ – აცხადებს Ukroboronprom.
ავტორი