ნიკოლაევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის ცნობით, ღამით რუსების თავდასხმის შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მტერმა უპილოტო საფრენი აპარატი (Shahed-136/131) გამოიყენა, ავიაიერიშის შედეგად დაზიანდა მაღალსართულიანი კორპუსი.
“დღეს ღამით, 01:23 საათზე, მტერმა ნიკოლაივი, ირანული წარმოების Shahed-136/131 თავდასხმის თვითმფრინავებით დაბომბა. საბრძოლო მასალის ზემოქმედების შედეგად დაზიანდა ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, ხოლო საწარმოს ორსართულიანი შენობა განადგურდა. დაბომბვის შედეგად ორივე ობიექტზე გაჩნდა ხანძარი, რომელიც მალევე ჩააქრეს. დაშავდა სამი ადამიანი”, – წერს კიმი.