უკვე 11 წელია, დუშეთში გაუჩინარებულ ახალგაზრდას უშედეგოდ ეძებენ.
“გურია ნიუსი” დაკარგული ბიჭის დედას ესაუბრა.
სოფო ბიბილაშვილის თქმით, მისი შვილი 2014 წელს თბილისიდან, ლომისობის დღესასწაულზე, ექსკურსიაზე იმყოფებოდა და როდესაც უკან ბრუნდებოდნენ, სოფელ ქვემო მლეთაში მოულოდნელად გაუჩინარდა.
თვითმხილველების თქმით, გურამ დადიანიძე ბოლოს შუაღამისას, ქვაზე ჩამომჯდარი ნახეს და კვალი მას შემდეგ გაუჩინარდა.
დედა ამტკიცებს, რომ მის შვილს სიბნელის შიში ჰქონდა, ამიტომ არ განმარტოვდებოდა და ეჭვობს, რომ შესაძლოა, ჩამოწოლილმა მეწყერმა მოიყოლა, რომელიც შვილის დაკარგვიდან მეორე დღეს, იმ ადგილზე მოხდა.
ამასთან, ქალი დამეწყრილი ადგილის გასუფთავებას ითხოვს, თუმცა, უარს ეუბნებიან.
“წლებია, საკუთარი ძალებით ყველგან ვეძებ, თუმცა, უშედეგოდ… ვის არ მივმართე, მაგრამ ამაოდ _ იმედი გადაწურული მაქვს… ახლა ჩემი შვილი 28 წლის უნდა იყოს _ მკვდარი მაინც მაპოვნინონ… ხომ შეიძლება ამ ქვეყნიდან მშვიდად წავიდე?!” _ ამბობს სოფო ბიბილაშვილი.
ავტორი