აშშ-ის შტატ ფლორიდაში, პალმ ბიჩის ოლქში მომხდარ ავარიას ოჯახის 9 წევრი, მათ შორის 6 ბავშვი, ემსხვერპლა – „ჯიპის” ტიპის ავტომობილი არხში გადავარდა.
პოლიციის ინფორმაციით, ავტომობილში ყველა მგზავრი ღვედის გარეშე იჯდა.
„მძღოლმა კუთხის მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და მოაჯირს შეეჯახა. შედეგად, „ჯიპი“ ამოტრიალდა და მიმდებარე არხში გადავარდა. ოჯახის 4 წევრი შემთხვევის ადგილზე, 5 კი – ახლომდებარე საავადმყოფოში გადაყვანისას – დაიღუპა. მხოლოდ ერთი მგზავრი, 26 წლის ჯორდენ ჰოლი, საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება. უცნობია, თუ რატომ დაკარგა მძღოლმა მანქანაზე კონტროლი.
ავარიის ფაქტზე გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს,“ – განაცხადა პალმ ბიჩის ოლქის შერიფის ოფისმა.