უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ზესტაფონში, სოფელ ქვედა საქარასთან.
როგორც „გურია ნიუსს“ ადგილიდან აცნობეს, დაღუპულია ხუთი პირი.
„საშინელი ტრაგედია დატრიალდა _ ტრაილერს მსუბუქი ავტომობილი შეასკდა. დაიღუპა ხუთი პირი“, _ ამბობს წყარო.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ზესტაფონიდან იყვნენ. ავარიის კონკრეტული დეტალები უცნობია.
ფაქტი “გურია ნიუსს” შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
“გურია ნიუსს” ინფორმაცია ასევე, დაუდასტურა სოფელ საქარის რწმუნებულმა, თუმცა, მომხდარის სხვა დეტალებზე გიორგი გურეშიძე არ საუბრობს.
[sexy_author_bio]