რამდენიმე წუთის წინ უმძიმესი ავარია მოხდა ჩოხატაურის ცენტრში _ ერთმანეთს დაიჰაცუ და მერსედერსის ჯიპი შეეჯახა.
თვითმხილველების თქმით, ჯიპის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარე ორპირას ხევში გადავარდა.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, მანქანა აფეთქდა.
ამ წუთებში ჩოხატაურის კლინიკიდან _ “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” დაშავებული ვ .ს. კატასტროფის ცენტრის მანქანით ქუთაისში გადაჰყავთ.
მას, როგორც დაშავებულის ახლობლები გვეუბნებიან, მრავლობითი დაზიანებები აქვს.
საზარელი ავარია ჩოხატაურის ცენტრში _ არიან მძიმედ დაშავებულები