„გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, სენაკში უმძიმესი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც, 22 წლის მამაკაცი მართავდა, სავარაუდოდ, ბეტონის ჯებირს შეეჯახა.
ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე დაიღუპა.
ამასთან, დაშავდა ავტომობილში მყოფი ერთი პირი, რომელიც გადაყვანილია საავადმყოფოში.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.































































