ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამტრედია-ქუთაისის ავტობანზე. როგორც “გურია ნიუსს” წყარომ აცნობა, ავარიას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ბავშვს სიცხე ჰქონდა და ექიმთან მიჰყავდათ ქუთაისში, რა დროსაც ავარია მოხდა. ბავშვი ადგილობრივ საავადმ,ყოფოში შეიყვანეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ბავშვი უკვე გარდაცვლილი იყო”, _ ამბობს წყარო.
ავარიის დეტალებს “გურია ნიუსი” შსს-ში არკვევს.
მწუხარებით ვუსამძიმრებთ პატარას მშობლებს და ახლობლებს და გამძლეობას ვუსურვებთ მათ.
[sexy_author_bio]