ოზურგეთში კოვიდინფიცირების 55 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგმა, ელზა სიმონიშვილმა “გურია ნიუსს” განუცხადა, რომ ინფიცირების შემთხვევების მაჩვენებელი ისევ მაღალია.
“ინფიცირების შემთხვევები ვლინდება სხვადასხვა სამხახურეობრივ ჯგუფებშიც, მაგრამ უმეტესად მაინც ოჯახური კლასტერებია”,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში დაფიქსირებულია კოვიდინფიცირების 8376 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელებულია 7538 პაციენტი, გარდაცვლილია 78.
ამ დროისთვის აქტიურია კოვიდინფიცირების 760 შემთხვევა, საიდანაც სტაციონარში 139, საკარანტინე სივრცეში 205, ბინაზე კი 416 პაციენტი მკურნალობს. იზოლაციაში კოვიდინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი 131 პირია.
[sexy_author_bio]