აქვს თუ არა მოწევის უფლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს თუნდაც ბოლო გაჩერებაზე, შესვენებისას _ ეს საკითხი, როგორც ჩანს საზოგადოებაში დღემდე აქტუალურია.
თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრში ამბობენ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლებისთვის მოწევა როგორც სატრანსპორტო კომპანიის შინაგანაწესის, ასევე სახელმწიფო კანონის შესაბამისად, აკრძალულია.
“მოქალაქეებისგან შემოგვდის შეტყობინებები საზოგადოებრივ ტრანსპორტში, კერძოდ, ავტობუსებში მძღოლების მიერ მოწევის წესის დარღვევის შესახებ. გთხოვთ, როდესაც დაინახავთ, რომ რეგულაცია ირღვევა, დააფიქსირეთ დარღვევის კადრი და თუ თვითონ არ გსურთ საპატრულო პოლიციასთან დაკავშირება, მოგვაწოდეთ მტკიცებულებები. ავტობუსში, თუნდაც ბოლო გაჩერებაზე, შესვენებაზე მყოფი მძღოლი არ უნდა ეწეოდეს. ამას უკრძალავს არამხოლოდ სახელმწიფო კანონი, არამედ სატრანსპორტო კომპანიის შინაგანაწესი”,_ ამბობენ თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრში.