ნანუკა როყვა, ოზურგეთი:
_ უმჯობესია, ქალაქად დარჩეს. ასე უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობა აქვს.
გვანცა კომახიძე, ოზურგეთი:
_ არ უნდა გაუქმდეს, ძლივს მოგვენიჭა ქალაქის სტატუსი.
ლაშა გუდავაძე, ოზურგეთი:
_ არ ვეთანხმები ამ კანონპროექტს, რადგან გურიის მასშტაბით ერთი თვითმმართველი ერთეული უნდა იყოს.
ზაზა ჟორჟოლიანი, ოზურგეთი:
_ უნდა გაუქმდეს, აუცილებლად. რა საჭიროა ამდენი თანამდებობის პირი და ამდენი ქალაქი? ხარჯებია, მეტი არაფერი.
მაია კუკულაძე, ლანჩხუთი:
_ სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა და როგორ იგეგმება, მაგრამ ერთი შეხედვით რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ეს იქნება უკან გადადგმული ნაბიჯი.
ჯუმბერ ბლაგიძე, ლანჩხუთი:
_ ის, რომ ხუთ ქალაქს შვიდი დაემატა და გაიზარდა თვითმმართველ ქალაქთა რაოდენობა, კარგი იყო. მეგონა, ეს პროცესი გაგრძელდებოდა, უფრო მეტი თვითმმართველი ქალაქი იქნებოდა და თვითმმართველობაც მეტად გაძლიერდებოდა.
ნონა ურუშაძე, ლანჩხუთი:
_ რამდენად კარგია კანონპროექტი, ეს იურისტებმა უნდა განსაზღვრონ, მე წარმოდგენა არ მაქვს.
მარინა კვიტაიშვილი, ლანჩხუთი:
_ მე ის ვიცი, რომ ლანჩხუთი არაა თვითმმართველი ქალაქი.
გიორგი გაბინაშვილი, ჩოხატაური:
_ არ ვიცი, ვერ ვერკვევი მაგაში.
ბიძინა თევზაძე, ჩოხატაური:
_ ამჟამინდელი ხელისუფლება ისეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს, რომელიც ქვეყნისთვის საჭირო არ იქნება.