31 დეკემბრის ღამეს აშშ-ში ერთი საინტერესო ისტორია მოხდა.
დაახლოებით 19 საათზე უძრავი ქონების აგენტმა მუშტრებს გასაყიდი სახლი აჩვენა. მყიდველიცა და გამყიდველიც იოლად შეთანხმდნენ და ის-ის იყო, მყიდველები უკან უნდა გაბრუნებულიყვნენ, რომ ძაღლი ხელიდან გაუსხლტათ და ვერაფრით გამოიყვანეს ოთახიდან.
რამდენიმეწუთიანი ძებნის შემდეგ ძაღლმა დივნიდან პატარა ფუთა ამოაძვრინა, რომელშიც ფული აღმოჩნდა.
მეუღლის კითხვაზე, რა იყო ეს, სახლის პატრონმა უპასუხა, რომ ის მთელი წელი მალულად აგროვებდა მისთვის ძვირფასი ქურქის შესაძენ თანხას.
გახარებული ცოლი მაშინვე ქურქის შესაძენად მოემზადა და ალერსიანი სიტყვებით აავსო მეუღლე, რომელიც ნირწამხდარი იდგა და ნაძალადევად იღიმებოდა.
ავტორი