უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტი ავარიაში მოყვა. ადგილზე დაიღუპა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ესკორტის 61 წლის ოფიცერი. მძიმედ დაშავდა კიდევ ერთი პირი. ინფორმაციას reuters ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც “ევრო 2024-ის” მატჩზე უნგრეთის ნაკრების გულშემატკივრობის შემდეგ ორბანი აეროპორტისკენ გადაადგილდებოდა.
როგორც ცნობილია, ავარიის მიზეზად სახელდება BMW-ს ასაკოვანი მძღოლი, რომელმაც არ იცოდა, რომ კონკრეტული გზის მონაკვეთი გადაკეტილი იყო და ესკორტისკენ დაიძრა, შემდეგ მოტრიალება სცადა, მაგრამ ესკორტს დაეჯახა.