ისლანდიაში უნიკალური პატარა კუნძული სახელად სურტსეი მდებარეობს. იგი 1963 წლის 14 ნოემბერს წარმოიშვა წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის შედეგად.
თავდაპირველად კუნძულის ფართობი 2.7 კვადრატული კილომეტრი იყო, მაგრამ ეროზიისა და ტალღების ზემოქმედების შედეგად 1.5 კვადრატულ კილომეტრამდე შემცირდა.
კუნძული თავიდან მთლიანად ვულკანური წარმოშობის პემზის ქვებისგან შედგებოდა და მეცნიერებს კარგი შესაძლებლობა მიეცათ, დაკვირვებოდნენ, თუ როგორ წარმოიქმნება სიცოცხლე.
მათი თქმით, პირველი მიკროორგანიზმები აქ რამდენიმე საათის გასვლისთანავე გაჩნდნენ. თანდათან კუნძულზე წამოიზარდა მცენარეები, გამოჩნდნენ მწერები და ფრინველები.
ექსპერიმენტის ჩატარებისთვის კუნძულზე პირველივე დღეებიდან აიკრძალა უცხო პირთა შესვლა, რათა არ დაირღვეს კუნძულის ბუნებრივი განვითარება-ევოლუცია.