ცნობილმა დირიჟორმა რობერტო ბენციმ, ძალიან ადრე გამოავლინა თავისი მუსიკალური ნიჭი. მას ჰქონდა აბსოლუტური სმენა და ანბანზე ადრე ნოტები შეისწავლა.
ერთხელ, მშობლებთან ერთად, სტუმრად ყოფნისას, ბიჭუნამ კამათი დაუწყო უფროსებს. იგი ამტკიცებდა, რომ ნოტი, რომელსაც ისინი ფა-დიეზად მიიჩნევდნენ, სინამდვილეში იყო წმინდა ფა.
– შეხედე კლავიატურას, რობერტო, ხომ ხედავ, შავი კლავიში ნიშნავს, რომ იგი ფა-დიეზია, – არწმუნებდა მამა.
– იგი უნდა გადაიღებოს, – არ ნებდებოდა რობერტო, – იგი სუფთა ფაა.
მოგვიანებით როდესაც შეამოწმეს ინსტრუმენტის წყობა, აღმოჩნდა, რომ როიალი მართლაც აწყობილი იყო ნახევარი ტონით დაბლა.