თბილისის და ქუთაისის შემდეგ, 22 საათიდან რესტორნები მცხეთაშიც დაიკეტება _ ეს გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ იმის გამო მიიღო, რომ თბილისში დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, რესტორნებსა და ბარებში გართობის მსურველთა ნაკადმა მცხეთაში და თბილისის გარეუბნებში გადაინაცვლა.
ასე, რომ მცხეთის მუნიციპალიტეტში ათი საათიდან რესტორნები დაიკეტება. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დამძიმების მიუხედავად, მოქალაქეთა ნაწილი ვერ აცნობიერებს, თუ რა მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს სოციალური დისტანცირების დაუცველობას, პირბადის ტარების და ჰიგიენური ნორმების დაუცველობას.
შეგახსენებთ, რომ 22 საათიდან რესტორნებსა და ბარებში სტუმრობის შეზღუდვა თბილისსა და ქუთაისში, 16 ოქტომბრიდან ამოქმედდა. დღეიდან კი შეზღუდვა მცხეთაშიც ამოქმედდა. შესაბამისად, გასართობი დაწესებულებები მუშაობას საღამოს 22 საათიდან წყვეტენ.