„მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯერი, ჟოზე მოურინიო „ვალენსიასთან“ წაგების შემდეგ იმედგაცრუებულია. ამის შესახებ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
„უფრო მეტს ველოდებოდი ჩემი ფეხბურთელებისგან“,_განაცხადა მან.
მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გუნდი მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც სათამაშო მოედანზე ის ცვლილებები განახორციელა.
მან ასევე განაცხადა, რომ იმ ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა წარმატებაა.
ცნობისთვის, „მანჩესტერ იუნაიტედი“ „ვალენსიასთან“ 1-2 დამარცხდა.