ამერიკის შეერთებულ შტატებში, იელოუსტონის ეროვნულ პარკში, არის ტბა, რომელიც ჩამქრალი ვულკანის კრატერშია. ვულკანის კონუსი წინათ ზღვის დონიდან 3600 მეტრის სიმაღლეზე ყოფილა აზიდული.
6000 წლის წინათ ამოფრქვევა მომხდარა, ვულკანის მწვერვალი ჩაქცეულა და გაჩენილა ღრმა ძაბრისებრი უფსკრული. დროთა განმავლობაში ჩაედინებოდა წვიმის წყალი, ძაბრი აივსო და გაჩნდა ტბა, რომელიც ხალხს უფსკერო ეგონა.
ადგილობრივ მკვიდრთ ბევრჯერ უცდიათ წყლის სიღრმის გაზომვა, მაგრამ უშედეგოდ (ამიტომაც ეგონათ უფსკერო) სპეციალისტებმა მოახერხეს ეს და აღმოჩნდა, რომ ტბის სიღრმე 570 მეტრია!