დღეს, დილიდან, გუშინდელი ხუთბალიანი შტორმის შემდეგ, რომელიც მთელი საქართველოს ზღვისპირეთში აღინიშნა, ურეკის სანაპიროს მომსახურების სერვისცენტრის თანამშრომლები საგანგებოდ ასუფთავებენ.
_შტორმისგან წარმოქმნილმა ტალღებმა, ძალიან შემოაღწიეს სანაპიროს სიღრმეში. ისეთ ადგილებზეა ტალღების კვალი, არ გვახსოვს, აქამდე მოეღწიოს. უფალს მადლობა, გამოიდარა. ჩვენი უსაყვარლესი ზღვა დამშვიდებულია, თუმცა დრო და დრო მაინც ბორგავს – ნელ–ნელა „იწყნარებს ნერვებს“. რაც მთავარია, მზემ გამოანათა! მშვიდობა სამყაროს!“ –გვატყობინებს ურეკიდან ჩვენი მეგობარი ლალი თავართქილაძე.
ავტორი