გურიაში მეორე დღეა, წვიმს. ზღვისპირა კურორტ ურეკში, როგორც ადგილობრივები გვატყობინებენ და გვწერენ, წუხელ და ამ დილით, კოკისპირული წვიმის შედეგად, ქუჩები წყლით დაიფარა.
როგორც ტრანსპორტს, ისე ქვეითად მოსიარულეებს, გავლა და მოძრაობა უჭირთ.
_კიდევ კარგი, წვიმა პერიოდულად ჩერდება, თორემ ისეთი თქეშია, ხანგრძლივად რომ ასე იწვიმოს, ალბათ, წყალი წაგვითებს, – გვეუბნებიან, როოგრც ადგილობრივი მცხოვრებლები, ისე დამსვენებლები.
ავტორი: მარინა ჩიხლაძე