დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკში აგრო ტურისტული ფესტივალი „გურია 2018“ გაიმართა.
ფესტივალის მიზანს წარმოადგენდა ადგილობრივად წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის და ტურისტული მომსახურების სერვისების მწარმოებლების ცნობადობის ამაღლება და მათი ხელშეწყობა პროდუქციის რეალიზაციასა თუ მომსახურების გაწევაში.
აგრო ტურისტული ფესტივალის ფარგლებში გაიმართა ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს გურიის რეგიონის 50-ზე მეტმა ფერმერმა, მეწარმემ თუ კოოპერატივის წარმომადგენელმა.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „გურიის განვითარების კავშირი“, პროექტის „მონაწილეობითი CHARRETTE გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის მიერ.