“გურია ნიუსის“ წყაროს ინფორმაციით, ურეკში დამხრჩვალ 20 წლის ახალგაზრდას, რომელიც ახალციხიდანაა, ამ დრომდე ეძებენ.
_ დილიდანვე ზღვიდან გამოიყვანეს ხალხი და ეძებენ, თუმცა აქამდე არ უპოვიათ, _ გვითხრა წყარომ.
მისივე თქმით, ეს ამბავი უკვე შეიტყვეს დაღუპულის ოჯახშიც.





























































