როგორც ვიუწყებოდით, ურეკში ძლიერი ხანძარია.
როგორც გავარკვიეთ, იწვის სასტუმრო „ოთხი ვილა“, რომელიც თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარეობს.
აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს ირგვლივ სხვა სასტუმროებიცაა. არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი მიმდებარე შენობებზეც გავრცელდეს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურები.
ვიდეოკადრები ლალი თავართქილაძემ მოგვაწოდა.
ავტორი: მარინე ჩიხლაძე