დღეიდან ურეკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკაში ცხელების ცენტრი ამოქმედდა.
კლინიკაში 21 საწოლი და ოთხი სასუნთქი აპარატია მობილიზებული. საჭიროებიდან გამომდინარე იგეგმება მათი დამატებაც.
,,გურიაში შემთხვევათა რაოდენობა საბედნიეროდ მცირეა, თუმცა მზაობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ცხელების კლინიკა იყოს. აჭარაც, რა თქმა უნდა, მზად არის იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში გურიიდან, როგორც ცხელებიანი, ისე კოვიდ დადასტურებული შემთხვევები მიიღოს და რესპუბლიკური საავადმყოფო მაქსიმალურად ემზადება ყველა ტიპის პაციენტის მისაღებად. ეს ცენტრი იქნება გარკვეულწილად შუალედური, ძალიან მნიშვნელოვანი სადგური, სადაც მოხდება პაციენტების შეფასება, სწრაფი რეაგირება და მათი გადამისამართება.” – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.
თამარ გაბუნიას თქმით, ცხელების ცენტრის გახსნა რეგიონში არსებულ ეპიდვითარებას უკავშირდება.