„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, სურსათისა და ხორცპროდუქტების მაღაზია გატეხეს. შემთხვევა დღეს, დილით ფიროსმანის ქუჩაზე მოხდა. მძარცველებმა ობიექტის შესასვლელი მინის კარი ჩაამტვრიეს, საიდანაც შიდა სივრცეში შეღწევა შეძლეს.
აღნიშნულ დასახლებაში, ბოლო ერთ კვირაში, მაღაზიის გატეხვისა და ქურდობის ეს მეორე შემთხვევაა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

































































