ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო თანამშრომლობას არქტიკაში უსაფრთხოების გასაძლიერებლად, მაშინაც კი, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ წყვეტს დანიისგან გრენლანდიის ჩამორთმევის მუქარას.
„ევროკავშირს გრენლანდიაში ძალიან კარგი რეპუტაცია აქვს და ჩვენ დიდ იმედებს ვამყარებთ ჩვენს შესანიშნავ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა ფონ დერ ლაიენმა ხუთშაბათს კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში ოფიციალური ვიზიტის დროს.
„ამრიგად, ჩვენ გავაგრძელებთ არქტიკის უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობას ჩვენს მოკავშირეებთან (და) ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან ერთად“, – დასძინა მან.
































































