ჯგუფში „დრო მიდის, კადრები კი რჩება” უსახლკარო ქალის ფოტო ქვეყნდება, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, ღია ცის ქვეშ ცხოვრობს.
როგორც ფოტოზე ჩანს, სიცივისგან შეწუხებულ უსახლკარო ქალბატონს სამინისტროსთან ცეცხლი აქვს დანთებული და ცდილობს, გათბეს.
„ეს ქალი არის უსაცოდავესი. მაგ ადგილზე ვერც გავდივარ მაგ დრამატული სიტუაციის გამო. მაგარი მეცოდება, სულ მანდ სძინავს“, _ წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.