დღეს, ქალაქ ოზურგეთს წყალი დილიდან არ მიეწოდება. ამის გამო შეწყვეტილია ქალაქის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი.
ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის მაკა ჭყონიას თქმით, ქალაქის #2, #3, #4, #6, #9 საბავშვო ბაღებში, რომლებსაც წყალი ცენტრალური მაგისტრალიდან მიეწოდებათ სააღმზრდელო პროცესი შეწყვეტილია, გარდა ანასეულისა და 1 ბაღისა, რადგან მათ აქვთ არტეზიული ჭა.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის გურიის სერვისცენტრის ხელმძღვანელის შალვა კონჯარიას თქმით, წყლის მიწოდება შეწყდა უშუქობის გამო. „ როგორც, გვითხრეს, მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, როგორც კი შუქი ჩაირთვება წყლის მიწოდებაც აღდგება“, _ თქვა კონჯარიამ.
ენერგო-პრო ჯორჯიას ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელი გია ნაკაიძე ამბობს, შუქი 18 საათზე ჩაირთვება.