სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის’’ ფარგლებში ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნა.
პროგრამა გათვლილი იყო შშმ პირებზე და მიზნად ისახავდა მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის შესწავლას ნულიდან. საპილოტედ ინკლუზიურ კლასში 10 შშმ პირი შეირჩა. კურსი შვიდმა მათგანმა დაასრულა. კურსის წარმატებულმა მონაწილეებმა კი, ტრენერების დახმარებით ლარის ამომცნობი აპლიკაცია შექმნეს.
,,პროგრამირების ინკლუზიური კურსის’’ დახურვის ცერემონია და უსინათლოთათვის შექნილი ლარის კუპიურის ამომცნობი აპლიკაციის ,,Lari Reader’’-ის პრეზენტაცია ტექნო პარკში გაიმართა.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩკაშვილმა კურსდამთავრებულ მონაწილეებს წარმატება მიულოცა და სერტიფიკატები გადასცა.
პროგრამა განხორციელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და UG lemondo trainings ინიციატივითა და მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორები: კომპანია Lemondo, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.
ღონისძებას სპორტისა და ხალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩკაშვილი, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე, კომპანია „Lemondo“-ს პროექტების მენეჯერი გიორგი ყანჩაველი, უსინათლოთა კავშირის დირექტორი რევაზ მაისურაძე და უსინათლოთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.