სოციალურ ქსელში სახელმწიფო უსაფრთხოების უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი პოსტს ავრცელებს.
“დღეს მანქანით ვმოძრაობდით ქიზიყში. გავჩერდით ცოცხალი თევზის მაღაზიასთან .
ცოტა ხანში გამოჩნდა ორი ძალიან ლამაზი პატარა ბიჭი, ორი ძმა(როგორც გავიგე შემდეგ, 8 წლის დავითი და 4 წლის გაბრიელი).
დღეს აქეთ ციოდა, თუმცა ბავშვები თბილად არ იყვნენ ჩაცმულები, წელიც უჩანდათ…
ეგრევე თია გამახსენდა, აქ რომ იყოს დაიკივლებდა ბოლო ხმაზე:)
უცებ დავინახე, რომ გაყინულ პატარა ხელებში ქაღალდის ფული ჰქონდათ ჩაკუჭული და გულზე მიკრული.
თევზს ვინ ყიდისო, ყურადღება მიიქციეს.
ვკითხე: აქ რატომ ხართ ვინ მოგიყვანათ მეთქი?
-“არავინ, მარტოკები ვართ, თევზი უნდა ვიყიდოთო”-მიპასუხა უფროსმა.
-რა თევზი უნდა იყიდო თქო?
-კალმახიო:)
-უნდა შეწვათ, ხო? გიყვართ ალბათ?
-არა, ჩემ პატარა ძმას უნდა ვუყიდო, უყვარს თევზებთან თამაშიო. “ჩავსვამ ვედრაში და იცურავებს”ო- ამაყად მიპასუხა დიდმა ძმამ.
-რამდენი გაქვს ფული?
-6 ლარი.
ვინ მოგცა?
ემანდ ჯართი ჩავაბარე და…3 ლარისა ალუმინი და 5 ლარისა რკინაო.
-2 ლარი რაღა უყავ?( ვკითხე ჩვენებურად:)
პასუხად შემომხედა ღიმილით…ორივეს სახეზე ეცხოთ 2 ლარის შოკოლადის ნარჩენები
მოკლედ, ავარჩიეთ ლამაზი კალმახები, აჰა და წაიყვა მეთქი:)
-ეე, ეგ ბევრია, მაგდენი არ მომივაო, ერთის ფული მაქვსო..
მე გჩუქნი მეთქი ვუთხარი..
დაიბნა, მაგრამ მალევე მპასუხობს:
-მაშინ ერთის ფული ხო მაქვსო და დავამატებო, ერთით მეტს ვიყიდიო.
-არა ეგ შეინახე გამოგადგებათქო. მოკლედ ამ საუბარში და ვაჭრობაში, ცოტა დროც გავიდა და უფრო აცივდა. , წავიდნენ ორივენი “მსუბუქი ტვირთით”.
– ეექვე ვცხოვრობთო…
ჩვენც გამოვედით მალევე და ისევ დავინახეთ იქვე მუფუსფუსე და მუჯუჯღუნე ძმები. პარკი გახეულა და გზაზე ფართხალებდნენ ცოცხალი კალმახები, გულმოდგინედ ყრიდნენ პარკში და ისევ დაბლა იყრებოდა…
აუ მეშოკი არ გაქვსო ძიაო.
… მოკლედ, ორივე მივაბრძანე სახლთან, დაახლოებით 1 კილომეტრში.
ეზოში ორი ქალბატონი ფუსფუსებდა, რომ დაინახეს უცხო მანქანიდან, როგორ ჩამოხტნენ ბავშვები შევამჩნიე, რომ თავიდან შეეშინდათ, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა.
დავშორდით ყველანი გახარებულები.
#მდუღარეეკონომიკა– მ გამაბედინა, _ წერს სოსო გოგაშვილი.