როგორც უკვე ვწერდით, რამდენიმე დღის წინ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდივანში მეწყერი ჩამოწვა.
თვითმხილველმა, რომელიც მეწყერის ჩამოწოლის დროს სურებიდან დაბაში ბრუნდებოდა, მოგვაწოდა ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, როგორ ჩამოიშალა მთა.
“სურებიდან მოვდიოდით. რატომღაც მანქანა უკან დავხიეთ. წამებში გამოვასწარით, გამოვედით თუ არა, უცებ მთა წამოვიდა, ლამის, მიწა თავზე დაგვემხო. 112 გამოვიძახეთ. მალევე გაწმინდეს გზა, ისე რომ მანქანების გადაადგილება შესაძლებელი ყოფილიყო”, _ გვეუბნება თვითმხილველი და მეწყერის ადგილიდან ვიდეოს გვიზიარებს.