სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი გარი ნოლანი ირწმუნება, რომ უცხოპლანეტელები დედამიწას მხოლოდ კი არ ესტუმრნენ, არამედ უკვე ათწლეულებიც კია, აქ არიან.
პროფესორი უცხოპლანეტურ სიცოცხლესთან დაკავშირებულ კვლევებშია ჩართული. რამდენიმე წლის წინ, მან ნაშრომი გამოაქვეყნა, რომელიც ატაკამას ჰუმანოიდი ჩონჩხის უცხოპლანეტურ წარმოშობას აბათილებს.
ნოლანი ფიქრობს, რომ უცხოპლანეტური სახეობები ადამიანებს დრონებისა და დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით მეთვალყურეობენ. იგი ირწმუნება, რომ თავდაცვის კორპორაციათა ფიზიკოსებისგან ინფორმაცია მიიღო დახვეწილი ტექნოლოგიების შესახებ, რომლებიც მთავრობამ ნახა და ხელახლა შექმნა სცადა.
პროფესორის აზრით, უცხოპლანეტურ სიცოცხლესთან დაკავშირებით საუბარი ნაკლებად უნდა იყოს სტიგმატიზებული, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კი ის დახმარებისაკენ მოუწოდებს.
მეცნიერს იმედი აქვს, რომ კონგრესი “განგაშის ამტეხთა” პროგრამას შექმნის მათთვის, ვინც დაცვის დეპარტამენტსა და სხვა მსგავს დაწესებულებებში მუშაობენ და თავიანთი მიგნებების გაზიარება შეუძლიათ.
ავტორი