ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით სპეციალურ მრჩეველად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა.
„ჩვენ შევარჩიეთ ბატონი ვაზილი, რომელიც არის საქართველოს დიდი მოქალაქე და დიდი მეგობარი.“
ვაზილ ჰუდაკი მუშაობდა ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტად, სლოვაკეთის ეკონომიკის მინისტრად და ფინანსთა მინისტრად. მანამდე კი კერძო ბანკებში მუშაობდა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბატონი ვაზილი წარადგინეს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად.