აშშ–ში, ჩრდილოეთ კაროლინას ერთ–ერთ საკომისიო მაღაზიაში სალვადორ დალის ნამუშევარი აღმოაჩინეს.
გამოცემის ინფორმაციით, ხეზე შესრულებული გრავიურია მაღაზიაში მომუშავე ერთ-ერთმა მოხალისემ შეამჩნია და მიხვდა, რომ საქმე განსაკუთრებულ ნამუშევართან ჰქონდა. მან მაღაზიის მეპატრონეს ნახატის ექსპერტიზაზე მიტანა სთხოვა. სპეციალისტებმა დაადასტურეს, რომ გრავიურა დალის სერიის „ღვთაებრივი კომედია“ ნაწილია. მას მხატვრის ხელმოწერაც აქვს.
ექსპერტიზის შემდეგ ნამუშევარი 1 200 დოლარად გაიყიდა.
[sexy_author_bio]