დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი მცხოვრები რეზინის თოჯინაზე დაქორწინდა.
55 წლის ინგლისელისათვის ეს პირველი მსგავსი ქორწინება არ არის. პირველმა სულ სამი წელი გაძლო – ეტყობა, სანამ მთლიანად არ დაიჩუტა.
სასიძო, ედვარდ კანიონი, ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ ხედავს თავის საქციელში – იურიდიული თანხმობის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს. ეს არის მისი საუკეთესო გადაწყვეტილება, რადგან ცოცხალ ქალებთან მაინცდამაინც არ უმართლებს. ამიტომაც არის, რომ ახლა უკვე 9 თოჯინასთან ერთად მოუწევს ცხოვრება.
საკითხავი მხოლოდ ერთია – როგორ რიგდებიან ერთმანეთთან რეზინის ცოლები, ეჭვიანობის გარეშე?!