ფინეთში, ჰელსინკის მახლობლად ერთ-ერთ ფერმაში ბინადრობს კურდღელი ოტო, რომელიც გარეგნულად არაფრით გამოირჩევა სხვა კურდღლებისგან, თუმცა მას ჰგონია, რომ ქათამია.
ოტოს არ უყვარს პატრონის კალთაში ჯდომა და სტაფილოს ჭამა. მან ვერ გაძლო სხვა კურდღლებთან ერთად თბილ ვოლიერში და საქათმეში გადაინაცვლა, სადაც საათობით ზის ქანდარაზე. ოტო ხშირად კრუხებსაც ბაძავს და კვერცხებს აჯდება.
უცნაური კურდღელი ეთამაშება წიწილებს და გაურბის კურდღლებს. თავის მხრივ, ქათმებიც ოტოს ,,თავისიანად’’ აღიქვამენ.