ცირკის „Duffy’s Circus“ თანამფლობელი, ირლანდიელი დევიდ დაფი აცხადებს, რომ ხანგრძლივი ლოკდაუნის განმავლობაში მისი დაწესებულება ყველა კლოუნმა დატოვა.
ახლა ცირკის მეპატრონე ახალ ჯამბაზებს ეძებს. ლოკდაუნის გამო მისი ცირკი 500 დღის განმავლობაში იყო დაკეტილი. მალე დასი გასტროლების განახლებას შეძლებს, რადგან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები იხსნება.
თუმცა პრობლემა იმაშია, რომ დაფის კლოუნებმა სამსახური სხვა ქვეყნებში იპოვეს, სადაც შეზღუდვები უფრო ადრე მოიხსნა.
[sexy_author_bio]