რამდენიმე წლის წინ, თურქეთში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა – ამ ქვეყნის სასამართლომ ქვეყნის მეთაურის ერდოღანის შეურაცხყოფისთვის 75 წლის მამაკაცი დამნაშავედ სცნო და მას 24 წიგნის წაკითხვა მიესაჯა.
თურქული მედიის ცნობით, ალი შაჰინს ბრალად ედებოდა, სტამბოლის ერთ-ერთ კაფეში ყოფნის დროს, პრეზიდენტ ერდოღანის წინააღმდეგ გამოყენებული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, თუმცა 75 წლის მამაკაცი ბრალდებას უარყოფდა და ამბობდა, რომ ის ცილისწამების მსხვერპლი გახდა.
თურქეთის სასამართლომ ალი შაჰინი მხოლოდ მას შემდეგ გაათავისუფლა, როდესაც მან პატიმრობაში 24 წიგნი წაიკითხა. წიგნების ჩამონათვალში შედიოდა თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებლის ქემალ ათათურქის სიტყვით გამოსვლის კრებული, ამჟამინდელი პრეზიდენტი ერდოღანის ბიოგრაფია, 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებული წიგნი, ასევე რელიგიური და ისტორიული ლიტერატურა.
ავტორი