მოდის სახლმა Gucci-მ ახალ სათვალე გამოუშვა, რომელიც სოციალურ ქსელებში აქტიური განხილვის საგანია. სათვალის ფასი 470 გირვანქა სტერლინგია.
მომხმარებლებმა ახალი აქსესუარის შესახებ კომენტარები Twitter-ზე დატოვეს: „უკაცრავად ქალბატონო, თქვენი სათვალე ამოტრიალებულია“, „Gucci რატომ აკეთებთ ამას?“, „დიზაინერები მოწყენილობისგან გაგიჟდნენ“…
სათვალის დიზაინი მოდის სახლს ბილიარდის მოთამაშე დენის ტეილორმა შთააგონა. ის ცნობილი იყო თავისი დიდი სათვალით, რომელიც, ერთი შეხედვით, ამოტრიალებულს ჰგავდა. სპორტსმენს ის თამაშის დროს დამიზნებაში ეხმარებოდა.
[sexy_author_bio]