sciencealert-ის ინფორმაციით, თევზის ჭამასა და კანის კიბოს შორის უცნაური კავშირი დაადგინეს.
მთელ მსოფლიოში 3 მილიარდზე მეტი ადამიანი საკვებად თევზს იყენებს. თევზი არის პროტეინების და ჯანსაღი ცხიმების საყვარელი წყარო რეკომენდებულ დიეტებში. მაგრამ ახალი კვლევა ვარაუდობს, თევზი რამდენადაც სასარგებლოა, შეიძლება მავნეც იყოს.
თითქმის 500 000 ადამიანზე ჩატარებულმა დიდმა, ხანგრძლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც ჭამენ უფრო მეტ თევზს, ვიდრე დღეში ნახევარი ქილა თინუსის ეკვივალენტი, 22 პროცენტით მეტი შანსი აქვთ დაავადდნენ ავთვისებიანი მელანომით.
„მელანომა მეხუთე ყველაზე გავრცელებული კიბოა აშშ-ში“,_ განმარტავს ბრაუნის უნივერსიტეტის დერმატოლოგი ეუნიუნგ ჩო.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თავი ავარიდოთ თევზის ჭამას. ეს კვლევა აჩვენებს ტენდენციას და არა გამომწვევ მიზეზს, რაც იმას ნიშნავს, რომ მკვლევარებმა პირდაპირ არ აჩვენეს, რომ მეტი თევზის ჭამა ზრდის კანის კიბოს რისკს. ასევე, მაშინაც კი, თუ არსებობს პირდაპირი კავშირი, თევზის ჭამის სარგებელი მაინც გადაწონის თევზის საკვებად გამოყენების სრულ აკრძლავას. თუმცა, ასეთი ძლიერი კავშირი ითხოვს შემდგომ შესწავლას.
მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ ამის გამომწვევი მიზეზი თევზის დაბინძურებაა, რისი მიზეზიც გარემოში ტოქსინების მოხვედრაა.