მსახიობს ძალიან უყვარს ყველი, თუმცა თავად ვერ ჭამს. როგორც შემსრულებელმა აღნიშნა, მას სიამოვნებას ანიჭებს იმის ყურება, თუ როგორ მიირთმევენ ყველს მის გარშემომყოფები.
სკარლეტს აქვს ჩიტების და ტარაკნების ფობია.
სკარლეტი მღერის და მას გამოშვებული აქვს მუსიკალური ალბომი.
2003 წელს მას „New York University“-ის „Tisch School of the Arts“-ში უნდოდა ჩაბარება, თუმცა დაიწუნეს და უარი უთხრეს.
მისი დებიუტი ეკრანზე პირველად 1994 წელს შედგა, ხოლო პირველი მთავარი როლი 1996 წელს მიიღო ფილმში „Manny & Lo“.
ყველასთვის კარგად ცნობილ ფილმში „The Parent Trap“ შესაძლოა ლინდსი ლოჰანის ნაცვლად მაყურებელს სკარლეტ იოჰანსონი ეხილა, რადგან ფილმის ქასთინგზე მანაც მიიღო მონაწილეობა.
რომ არა სამსახიობო კარიერა, ის დერმატოლოგი გახდებოდა.
სკარლეტი ორჯერ დაასახელეს პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად.
სკარლეტს ჰყავს ტყუპისცალი დედმამიშვილი.
შემსრულებელს ძალიან უყვარს შინაური ცხოველები, განსაკუთრებით კი ძაღლები.
ავტორი