უვადო პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელიც შვილზე სექსუალურად ძალადობდა. ინფორმაციას ამის შესახებ “საფარი” ავრცელებს.
“საფარს დაუკავშირდა ქალი, რომელზეც, 14 წლის წინ, როდესაც ის არასრულწლოვანი იყო, მამა სექსუალურად ძალადობდა. ადგილი ჰქონდა გაუპატიურების რამდენიმე მძიმე შემთხვევას. საქმეში საფარის იურისტი მარი ვარამაშვილი იყო ჩართული. დღეს კი მოსამართლემ რომან ხორავამ პედოფილი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,_ აცხადებს საფარი.


































































