იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ნინო ქადაგიძე დაასახელეს. ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა კენჭისყრის დასრულების შემდეგ თქვეს.
საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ თქვა, რომ, რეალურად, შალვა თადუმაძის არჩევა სურდათ, თუმცა საერთაშორისო პარტნიორებისგან მიღებული რეკომენდაციების შემდეგ მისი “გადამალვა” მოუწიათ.
ქადაგიძე უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლეა.
მის დასამტკიცებლად პარლამენტის თანხმობაა საჭირო.