აგროქიმიკატებისა და პესტიციდების სარეალიზაციო ობიექტების შემოწმების შედეგად, 40-მდე დარღვევა გამოვლინდა. ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.
“მიმდინარე წელს, აღებულია აგროქიმიკატების და პესტიციდების 190-მდე ნიმუში. წლის ბოლომდე, დაგეგმილია 380 ნიმუშის აღება.
ჩატარებული სახელმწიფო კონტროლის შედეგად, გამოვლინდა 40-მდე დარღვევა – ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, მარკირების წესისა და რეალიზაციის პირობების დარღვევა და სხვა, რაზეც სააგენტოს მიერ გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.
უხარისხო, ვადაგასული და ფალსიფიცირებული პრეპარატების გამოვლენისა და ბაზრიდან ამოღების მიზნით, ყველა სარეალიზაციო ობიექტის შემოწმებაა დაგეგმილი”,_ ნათქვამია განცხადებაში.